


სპორტის ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენციის შედეგები
19 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სპორტის ფაკულტეტის სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
სტუდენტებმა წარმოადგინეს სპორტული სპეციალიზაციების სამეცნიერო-პრაქტიკუკლი საკითხების ამსახველი ნაშრომები. პროფესორ-მასწავლებლებისაგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ კონფერენციაში გამარჯვებულები გამოავლინა და სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა. გამარჟვებულები ასე გადანაწილდნენ: პირველი ადგილი - მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი გელდიაშვილი (თემა: ”საერთო ფიზიკური მომზადების მახასიათებლების შედარებითი ანალიზი სპორტული ჭიდაობისა და ორთაბრძოლების სხვა სახეების წარმომადგენელთა მაგალითზე”, ხელმძღვანელი: უფროსი მასწავლებელი დავით კვინიკაძე), მეორე ადგილი - მესამე კურსის სტუდენტი როსტომ ხოზრევანიძე (თემა: ”ძველი თბილისის ისტორიული ტური”, ხელმძღვანელი: მასწავლებელი ლალი მიქელაძე) და მესამე ადგილი - მესამე კურსის სტუდენტები ნათია იაშვილი და გიორგი მაკარაშვილი (თემა: ”სხვა საქართველო სად არის”, ხელმძღვანელი: მასწავლებელი ლალი მიქელაძე).
კონფერენციის მიზანი იყო სპორტის მეცნიერების განვითარებისათვის შესაფერისი პირობების შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამაში მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული სწავლის პრინციპის რეალიზება, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წახალისება.