ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სპორტის ფაკულტეტის ღონისძიება

21 მაისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სპორტის ფაკულტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ერთობლივი ღონისძიება. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ სპორტის ფედერაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს სპეციალურ მომზადებაში სპორტულ ტურში მონაწილე აბიტურიენტთა შეფასების წესები, შეფასების სტანდერტული ფორმების რეკვიზიტები წონითი კატეგორიებისა და სპორტის ქვესახეობების მიხედვით. გადაწყდა მიმღები და სააპელაციო კომისიების დაკომპლექტებისა და სხვა ორგანიზაციული  საკითხები.

შეხვედრა ტრენინგის სახით წარიმართა და სპორტული ტურის ორგანიზებული და შეუფერხებელი ჩატარებისათვის პრევენციული ღონისძიებების გატარებას ისახავდა მიზნად.

ბანერები