


სპეციალურ პედაგოგთა პროფესიული კლუბის პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სპეციალურ პედაგოგთა პროფესიული კლუბის პრეზენტაცია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ინიციატივით შეიქმნა კლუბი, რომელიც ინკლუზიური განათლების აქტუალურ საკითხებზე იმუშავებს. კლუბის წევრებმა ისაუბრეს სამომავლო მიზნებზე, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაქმების ხელშეწყობას, სპეციალური პედაგოგიკის და ინკლუზიური განათლების კურიკულუმის გაუმჯობესებას და ინკლუზიური სწავლების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას.
პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო განათლების ექსპერტმა ჟანა კვაჭაძემ, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ინკლუზიური განათლების აუცილებლობაზე. პრეზენტაციას ესწრებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე.