ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სონია შარიგიანს ილიაუნის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ახალი ამბები

23 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა Millennium Challenge Corporation - აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილეს, სონია შარიგიანს. 

სონია შარიგიანს 2011 წლიდან სხვადასხვა თანამდებობა უკავია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში. ამჟამად მისი ხელმძღვანელობით საქართველოში ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესებისა და ქართველი ხალხისთვის სამუშაო ადგილების შექმნისთვის არაერთი  საინტერესო და ნაყოფიერი პროექტი ხორციელდება. 

ბანერები