ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სოციოლოგთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დასრულდა სოციოლოგთა რიგით მეორე სამეცნიერო კონფერენცია „სოციალური ცვლილებები და კრიზისები თანამედროვე საზოგადოებაში“. ახალგაზრდა მკვლევრებმა თანამედროვე საზოგადოებაში არსებულ ცვლილებებსადა მათ შედეგებზე რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევები წარმოადგინეს. თემების აქტუალურობამ და პოპულარობამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც მათ რაოდენობაზეც აისახა.

კონფერენციაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველა ახალგაზრდა მკვლევარს, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული სოციალური ცვლილებებითა და კრიზისებით. ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 3 ივლისს ჩატარდა და მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მონაწილეებს უნივერსიტეტისგან საჩუქრად გადაეცათ წიგნები და სუვენირები.

ბანერები