ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„სოციოლოგია ტურბულენტურ დროში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა სოციოლოგებმა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გამართეს. კონფერენციის თემა – ”სოცილოგია ტურბულენტურ დროში”–მოიცავდა სოციოლოგიის როგორც ტრადიციულ (ნაციონალიზმი, გლობალიზაცია, გენდერული თანასწორობა), ასევე თანამედროვე საკითხებს (სოციალური მედია, სოციალური ურთიერთობის ახალიფორმები).

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები.

ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებსაც აინტერესებთ სოციოლოგიის წინაშე არსებული გამოწვევები, საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ  და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი იდეები. მათ იმსჯელეს ჩვენი დროის იმ მნიშვნელოვან თემებზე ,რომლებიც სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებასა და ანალიზსმოითხოვს სოციოლოგებისგან.   

ბანერები