ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სოციალური საცხოვრისი - სტუდენტური კონკურსი

ახალი ამბები

2014 წელს, 20-21 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე, შვეიცარიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინიციატივით და მხარდაჭერით, ჩატარდა საერთაშორისო არქიტექტურული სტუდენტური კონკურსის პირველი ეტაპი. პროექტის მიზანია, სოციალურად დაუცველ, უსახლკარო მოხუცებსა და დევნილებს შეუქმნას სოციალურად კეთილმოწყობილი გარემო.

კონკურსში/კლაუზურაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, ბერნის (შვეიცარია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები.

კონკურსანტებს ევალებოდათ ქალაქ ბათუმის სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მოსახლეობისთვის ორი ტიპის საცხოვრისის არქიტექტურული პროექტის შექმნა.  ქართველი და შვეიცარიელი სტუდენტების ერთობლივმა ჯგუფებმა ორი დღის განმავლობაში დაამუშავეს და ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოადგინეს ესკიზური პროექტები. მოეწყო პროექტების განხილვა და დაისახა სამომავლო გეგმა. 

კონკურსის მეორე ეტაპი ითვალისწინებს გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში პროექტების სრულად დამუშავებასა და გამარჯვებული პროექტის გამოვლინებას. სტუდეტნები ივლისის თვეში წარადგენენ დასრულებულ პრეოქტებს. გაიმართება პრეზენტაცია და საბოლოო კონკურსი, რის შედეგადაც გამარჯვებული პროექტი გადაეცემა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს განსახორციელებლად.

ბანერები