


სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების განაცხადების მიღება დაიწყო
ახალი ამბები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადები ონლაინრეჟიმში მიიღება 2021 წლის 10 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის 18:00 საათამდე http://socreg.mes.gov.ge/ პორტალზე რეგისტრაციით.
ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან.
პროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულთა - მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების, აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულების, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის კურსდამთავრებულების, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა და მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების ან მათი შვილების, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი (ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე) სტუდენტების - დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტით.
სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.
2021 წლის 27 აგვისტოს No 435 დადგენილებით განისაზღვრა „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე".
იხილეთ დადგენილება თანდართულ ფაილად.
სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია იხილეთ სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ბანერზე „სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში“ - https://bit.ly/3na3ger
2021 წელი