ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად ელექტრონული განაცხადების მიღება იწყება

ახალი ამბები

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ონლაინპორტალზე: http://socreg.mes.gov.ge/ რეგისტრაციით 2023 წლის 11 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით.

დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ეძლევათ საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ იმ სტუდენტებს, რომლებიც მიეკუთვნებიან საქართველოს მთავრობის №323 (18.08.2023 წ.) დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიებიდან ერთ-ერთს.

დადგენილება და სხვა დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ბანერზე „სტუდენტთა დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში“ ბმულზე: https://mes.gov.ge/content.php?id=4231&lang=geo

გაითვალისწინეთ: თუკი სტუდენტი მიეკუთვნება ერთზე მეტ სოციალურ კატეგორიას, მიზანშეწონილია იმდენ კატეგორიაში გაკეთდეს განაცხადი, რამდენსაც აკმაყოფილებს.

2023 წელი

ბანერები