ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოსაპოვებლად ელექტრონული განაცხადების მიღება დაიწყო

ახალი ამბები

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ონლაინპორტალზე http://socreg.mes.gov.ge/ რეგისტრაციით 2023 წლის 7-დან 26 სექტემბრის ჩათვლით.

სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ეძლევათ იმ სტუდენტებს, რომლებიც მიეკუთვნებიან საქართველოს მთავრობის №324 (18.08.2023 წ.) დადგენილებით განსაზღვრული სოციალური კატეგორიებიდან ერთ-ერთს. Კატეგორიების ჩამონათვალი, დადგენილება და სხვა დამატებითი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ბანერზე „სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში“

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - https://mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo.

გაითვალისწინეთ: თუ სტუდენტი მიეკუთვნება ერთზე მეტ სოციალურ კატეგორიას, მიზანშეწონილია იმდენ კატეგორიაში გაკეთდეს განაცხადი, რამდენსაც აკმაყოფილებს.

2023

ბანერები