ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ მაიკლ სპარერის საჯარო ლექცია თემაზე: „სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბება“/”Formation of Social Policy”.
 
ლექციაზე პროფეროსმა ისაუბრა სოციალური პოლიტიკის ჩამოყალიბების ეტაპებზე. იგი ძირითადად აშშ-ის გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბრობდა და  ავლებდა პარალელებს განვითარებადი ქვეყნების პოლიტიკასთან. ლექციის მსვლელობისას აუდიტორიაში დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ გამოეთქვათ  საკუთარი აზრები და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.

შეხვედრა გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეგიდით.

ბანერები