


”სოციალური ინკლუზიური ხელშეწყობის ქვეპროგრამის” საქმიანობის შემაჯამებელი კონფერენცია ილიაუნიში
ახალი ამბები
22 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ”ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის სოციალური ინკლუზიური ხელშეწყობის ქვეპროგრამის” საქმიანობის შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციის პარალელურად, ქვეპროგრამაში ჩართულმა ბენეფიციარებმა, 29 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ”სოციალური ინკლუზიური ხელშეწყობის ქვეპროგრამა” ხელს უწყობს სასწავლო პროცესიდან განთესილი და/ან სოციალურად დაუცველი მოზარდების სოციალურ ინკლუზიას თანატოლებთან და მათი მხრიდან ტოლერანტული განწყობების ზრდას. აღნიშნული ქვეპროგრამა ხორციელდება იმ საჯარო სკოლებში, რომელთა თემშიც ცხოვრობენ დასახელებული ბენეფიციარები. ქვეპროგრამის აქტივობებში, საჯარო სკოლის მოზარდებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
გალერეა