
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
სკოლა ”ვიჟეს” სტუდენტთა გამოფენა
23 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით თეირანის გრაფიკული დიზაინის სკოლა ”ვიჟეს” სტუდენტთა გამოფენა გაიხსნა.
სკოლა ”ვიჟე” დაფუძნდა 2005 წლის ოქტომბერში თეირანში ამროლაჰ ფარჰადის მიერ. გრაფიკული დიზაინის სკოლა აერთიანებს 72 ინდივიდუალურ სამთვიან კურსს, ერთწლიან პროფესიულ პროგრამებს და 18 პროფესიულ/საგანმანათლებლო ვორქშოფს.
ამ გამოფენისთვის თეირანიდან საქართველოში ცხრა სტუდენტი ჩამოვიდა. გამოფენაზე წარმოდეგენილი იყო სტუდენტების 119 ნამუშევარი - პოსტერი და კალიგრაფია.
ღონისძიება საქართველოში ირანის ელჩმა მაჯიდ სამადზადე საბერმა გახსნა.
თეირანელი სტუდენტების ნამუშევრები ილიას უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში ორი კვირის განმავლობაში დარჩება და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.