ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

“სისხლის ჩაბარების დღე” ილიაუნიში

25 იანვარს საქართველოს გაეროს ასოციაციისა და იუსტიციის სამინისტროს პროექტ "უფროსი მეგობრის“ ფარგლებში საქართველოს წითელი ჯვრისა და იაშვილის ბავშვთა კლინიკაში არსებული ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში “სისხლის ჩაბარების დღე” ჩატარდა. აქციის მთავარი სამიზნე ჯგუფი იყვნენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები, რომელთაც თვეში 21 ლიტრამდე სისხლის გადასხმა სჭირდებათ.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "სისხლის ჩაბარების დღეზე” სხვა ღონისძიებებთან შედარებით უპრეცედენტო რაოდენობის დონორმა გამოთქვა სისხლის ჩაბარების სურვილი, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ერთი სისხლის ჩაბარების პუნქტი იყო გახსნილი, სულ 66 ადამიანმა შეძლო გამხდარიყო სისხლის დონორი. მათ შორის იყვნენ როგორც სტუდენტები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, პროფესორები, ასევე რიგითი მოქალაქეები, რომელთაც ამ აქციის შესახებ  გაიგეს სოციალური ქსელების საშუალებით. სპეციალურად აქციაში მონაწილეობისათვის რამდენიმე ადამიანი რეგიონიდანაც კი ჩამოვიდა. ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ცენტრში აღნიშნეს,  რომ  ამ დღეს შეგროვებული სისხლის მარაგით ისინი შეძლებენ  ლეიკემიით დაავადებულ 30-მდე  ბავშვს  დაეხმარონ, რისთვისაც დიდ მადლობას უხდიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და კინოთეატრ რუსთაველს, რომელმაც ყოველ დონორს საჩუქრად გადასცა კინოთეატრის ბილეთები.

“სისხლის ჩაბარების დღის” მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს გაეროს ასოციაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს წითელი ჯვარი, იაშვილის ბავშვთა კლინიკა, კინოთეატრი"რუსთაველი", ფოტოგრაფი გურამ მურადოვი.

ბანერები