


სილქნეტის მენიუს ილიაუნის აპლიკაცია დაემატება
25 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და კომპანია სილქნეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ვიდეო-ლექციების და ვიდეო-გაკვეთილების შექმნაზე უნივერსიტეტთან არსებული სტუდია იმუშავებს და 2013 წლის თებერვლიდან სილქნეტის მენიუს დაემატება „ილიაუნის“ აპლიკაცია.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ და კომპანია ”სილქნეტის” გენერალურმა დირექტორმა ზურაბ კოსტავამ.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორმხრივ თანამშრომლობას რამდენიმე მიმართულებით. პირველ ეტაპზე სილქტივის მენიუში განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სალექციო კურსის ვიდეო-არქივი. ასევე მემორანდუმის ფარგლებში აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობით მომზადდება ახალი სალექციო კურსი, რომელსაც კომპანიის სპეციალისტები ჩაატარებენ. პროექტში ჩართულნი იქნებიან სტუდენტებიც, რომლებიც გაივლიან სტაჟირებას კომპანია სილქნეტში.
ახალი პროექტის პრეზენტაციას სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები ესწრებოდნენ.