ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სილამაზის კონკურსი: მის ილიაუნი 2010

15 აპრილს კლუბ "ტრიუმფში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა სილამაზის კონკურსი - "მის ილიაუნი 2010".

ოცი კონკურსანტიდან საუკეთესოები ჟიურიმ რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა: „მის ილიაუნი 2010" მესამე კურსის სტუდენტი, მომავალი პოლიტოლოგი, თაკო გოგიჩაიშვილი გახდა; პირველი ვიცე მისის ტიტული 20 წლის სოფო მახარობლიშვილს, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს ერგო, ხოლო მეორე ვიცე მისად იმავე ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი 18 წლის ნანა მიგინეიშვილი დასახელდა.

გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ სხვადასხვა ძვირფასი პრიზებით: „მის ილიაუნი 2010-ს" დიადემა გადაეცა, ხოლო სხვა მონაწილეებს ყვავილები, ვაკის საცურაო აუზისა და სამკაულების მაღაზიებისაგან დაწესებული სპეციალური პრიზები ერგოთ.

ბანერები