ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შვეიცარია როგორც განსაკუთრებული შემთხვევა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ცნობილი შვეიცარიელი დიპლომატი და მეცნიერი პოლ ვიდმერი ეწვია. მან წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ”შვეიცარიის შემთხვევა: დემოკრატია და ნეიტრალიტეტი”. მეცნიერმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო შვეიცარიის განსაკუთრებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ისტორია, ისაუბრა ქვეყნის სახელმწიფო მოწყობის სისტემაზე და ადმინისტრაციულ დანაყოფებზე. ასევე შვეიცარიაში დემოკრატიის ჩამოყალიბების საფეხურებზე და ნეიტრალურ სახელმწიფოდ არსებობის მნიშვნელობასა და მახასიათებლებზე.

ლექციის შემდეგ წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში” მოეწყო პოლ ვიდმერის წიგნის: “შვეიცარია, როგორც განსაკუთრებული შემთხვევა” ქართული თარგმანის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ შვეიცარიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე, რომელთაც თავიანთ გამოსვლაში გამოხატეს საკუთარი აზრი და დამოკიდებულება წიგნის შესახებ.

წიგნში გაანალიზებულია შვეიცარიის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული ისტორია, რათა პასუხი გაეცეს კითხვებს - რითია შვეიცარია უნიკალური? რა არის იდეა, რომელსაც ის წარმოადგენს?

ბანერები