


შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი მინიფეხბურთში
ახალი ამბები
მიმდინარე წლის 21-30 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, გაიმართება შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი მინიფეხბურთში. ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით ილიაუნის E კორპუსის ეზოში მდებარე სპორტულ მოედანზე. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ ილიაუნის სტუდენტებისგან ან/და თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს. ჩემპიონატის მონაწილეს არ აქვს ორ სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება. განაცხადში შესაძლებელია მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 10 სტუდენტის შეყვანა.
მატჩი შედგება ორი 10-წუთიანი ტაიმისგან, 5-წუთიანი შესვენებით.
თამაშის ფრედ დასრულების შემთხვევაში, დაინიშნება 3-3 პენალტი. ფრეს შემთხვევაში - თითო პენალტი პირველ „გაცუდებამდე“.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი თასი მინიფეხბურთში. I, II და III ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ შესაბამის მედლებს.
ჩემპიონატის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით დებულებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ამა წლის 16 ნოემბრამდე.