


შეხვედრა წიგნის ავტორთან: ”მცირე ომი, რომელმაც შესძრა მსოფლიო”
ხუთშაბათს, 15 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა რონალდ ასმუსთან - ავტორთან წიგნისა "მცირე ომი, რომელმაც შესძრა მსოფლიო".
რონალდ ასმუსი - ამერიკელი ექსპერტი, რომელიც ბრუსელში გერმანიის მარშალის ფონდის ტრანსატლანტირუი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია, არის ერთერთი თვალსაჩინო სახელი რუსეთ-საქართველოს ომის მკვლევარებში. მისი წიგნი „"მცირე ომი, რომელმაც შესძრა მსოფლიო", არის აგვისტოს ომის ძალიან საინტერესო მიმოხილვა. აქ თავმოყრილია ის მასალა, ის კონკრეტული ფაქტები და დეტალები, რომლებიც საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.
რონალდ ასმუსი საქართველოს ეწვია და წიგნის პრეზენტაცია გამართა. რას წერს ნაშრომში და როგორ ხედავს მოვლენების განვითარებას - ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილ საზოგადოებასთან წიგნის ავტორმა. გარდა ამისა, ასმუსმა ილაპარაკა, თუ როგორ იქმნებოდა აღნიშნული წიგნი ომზე, რა წყაროებს ეყრდნობოდა ავტორი და რამდენად ობიექტური კრიტიკა მიიღო მისმა ნაშრომმა.
„მე კრიტიკული ვარ როგორც დასავლეთის, ასე რუსეთის და ასევე საქართველოს მიმართ... ეს იყო პატარა ომი, რომელიც დიდ შეკითხვებს სვამს. ჩემს წიგნში მინდოდა დიდი დისკუსიის პროვოცირება, დისკუსიისა ომზე, ევროპულ უსაფრთხოებაზე , რუსეთის როლზე ევროპაში" - ასე აფასებს ამერიკელი ექსპერტი საკუთარ ნაშრომს ომზე, რომელმაც შეძრა მსოფლიო.