


შეხვედრა ტემპუსის საქართველოს წარმომადგენელთან
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ტემპუსის პროგრამის კოორდინატორთან, რომელიც ტემპუსის ახალი საგრანტო კონკურსის პირობებს შეეხო. შეხვედრას უძღვებოდა ტემპუსის პროგრამის წარმომადგენელი ლია ღლონტი, რომელმაც დამსწრე აკადემიურ პერსონალს გააცნო ახალი საგრანტო კონკურსის პირობები და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, ასევე უპასუხა მათ კითხვებს. ტემპუსი ევროკავშირის ქვეყნებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის პროგრამაა, რომელი
ც 1990 წელს ამოქმედდა. ამის შემდეგ პროგრამა სამჯერ განახლდა. მესამედ განახლებული ტემპუსის პროგრამა 2007-2013 წლებს მოიცავს. ტემპუსის პროგრამით დაფინანსების მიღება შეუძლიათ დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის 27 ქვეყანას. ტემპუსის პროგრამა ხელს უწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ ქვეყნებში მოქმედ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას „კონსორციუმების“ დაარსების გზით. ეს კონსორციუმები ახორციელებენ „ერთობლივ ევროპულ პროექტებს“, რომლებიც შესაძლოა 2-3 წელი გაგრძელდეს.