


შეხვედრა სახალხო დამცველთან
ოთხშაბათს, 2 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების მოწვევით საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა გამართა სემინარი თემაზე: ”სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება”.
სახალხო დამცველის განცხადებით, ბოლო დროს საქართველოში აქტუალური გახდა გამოხატვის თავისუფლების საკითხი, თუმცა საზოგადოებამ, რომელიც მუდმივად აკრიტიკებს სიტყვის თავისუფლების სტანდატებს, არ იცის, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და იგი იზღუდება კონკრეტულ შემთხვევებში.
”საქართველოში სიტყვის თავისუფლების რეგულირების არსებული მექანიზმები არის სრულიად საკმარისი, ხოლო შეურაცხყოფისთვის არსებობს სასამართლო”, - მკაფიოდ გამოხატა საკუთარი პოზიცია სახალხო დამცველმა. სტუდენტებთან შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, თუმცა გიორგი ტუღუშმა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მიმოიხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: შეზღუდვის აუცილებლობა დემოკრატიული საზოგადოებისთვის, სიტყვის თავისუფლების შეფასების ფარგლები და სხვა.