ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ახალ დროებით საქმეთა რწმუნებულ კიმ ტონგ ოპთან

ახალი ამბები

15 ნოემბერს უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ახალ დროებით საქმეთა რწმუნებულ კიმ ტონგ ოპთან, რომელიც ამ მოვალეობას 2022 წლის ოქტომბრიდან ასრულებს.

მისი აღმატებულება კიმ ტონგ ოპი საქართველოში დანიშვნამდე იკავებდა კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას აზერბაიჯანში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორეულ უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის პროექტები.

ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება კორეის კვლევების აკადემიის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გაიმართა სამი სამეცნიერო კონფერენცია, ხოლო 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში განხორციელდება გაცვლითი პროგრამა სამი სტუდენტის მონაწილეობით.

ტექნოლოგიების მიმართულებით კორეაში ერთ-ერთ საუკეთესო ინჰას უნივერსიტეტთან ერთად კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მომავალი აკადემიური წლიდან განახორციელებს ორმაგი ხარისხის პროგრამებს სამოქალაქო ინჟინერიისა და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით.

კორეის რესპუბლიკის დროებით საქმეთა რწმუნებულმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აღუთქვა მხარდაჭერა კორეის რესპუბლიკასთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების განვითარებაში.

2022 წელი

ბანერები