


შეხვედრა გერმანიის სამეცნიერო ფონდის (DFG) წარმომადგენლებთან
ახალი ამბები
20-21 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ გერმანიის სამეცნიერო ფონდის (DFG)-ის წარმომადგენლები, იორგ შნაიდერი და იორნ ახტერბერგი. დელეგაციის წევრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ნინო დობორჯგინიძეს და მასთან ერთად განიხილეს როგორც სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ასევე ორმხრივი საერთაშორისო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები.
გერმანიის სამეცნიერო ფონდის (DFG) წარმომადგენლებმა ასევე შეხვედრა გამართეს უნივერსიტეტის სხვადასხვა კვლევით ჯგუფთან, მათ შორის გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) მიერ დაფინანსებული კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტის (CaBOL) მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერებთან, პროგრამის კოორდინატორთან, პროფესორ დავით თარხნიშვილთან და მათ გააცნეს ფონდის მისია, დაფინანსებული პროექტები და სამომავლო აქტივობები.
ფონდის დელეგაციამ ლაიბნიცის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბონის და ჰამბურგის ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტის (CaBOL) მიერ ორგანიზებულ ორდღიან საერთაშორისო ფორუმში - „კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევები მიმდინარე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივიდან" (Exploring the Biodiversity of the Caucasus – Insights from ongoing international collaborations). ფორუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ქართულ-გერმანული კვლევითი ცენტრის დაფუძნების თაობაზე.
2023
გალერეა