ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შეხვედრა არაქართულენოვან სტუდენტებთან

დღეს ილიაუნის სტუდენტური სერვისის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა იმ არაქართულენოვანი სტუდეტებისათვის, რომლებიც უნივერსიტეტში ერთი წლის განმავლობაში სპეციალური პროგრამის მეშვეობით ეუფლებიან ქართულ ენას. მათ ”კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მიერ შექმნილი 10- წიგნიანი კრებულები გადაეცათ. ამ სტუდენტებს, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ეროვნული გამოცდები სხვა ენაზე ჩააბარეს, პროგრამის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის ქართულენოვან ფაკულტეტებზე სწავლის უფლება ეძლევათ.

7 მაისს ასევე დაგეგმილია 2- დღიანი ტური ქ. აბასთუმანში კვლევითი სამუშაოების გასაცნობად.

ბანერები