ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

შეხვედრა ამერიკელ იურისტებთან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის - ”საზოგადოების განვითარება და სამოქალაქო უფლებები” ფარგლებში მოეწყო ამერიკელი იურისტების, დაიანა გლობერის და დევიდ ზისერის შეხვედრა სტუდენტებთან.

სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ამ ორი იურისტის გამოცდილებას ამერიკაში.

სტუმრებმა ისაუბრეს საზოგადოებისთვის სასარგებლო შეთანხმებებზე (Community Benefits Agreement), რომლის წარმოშობა და განვითარება უკავშირდება ამერიკას, კერძოდ, კალიფორნიის შტატს. მათი თქმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შეთანხმებები გულისხმობს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელების დროს შეთანხმებას დეველოპერსა და ადგილობრივ მოსახლეობას, საზოგადოებრივ გაერთიანებებს შორის. ასევე შესაძლებელია, ადგილობრივი ხელისუფლებაც მონაწილეობდეს და მხარე იყოს ასეთი შეთანხმებების დადების დროს. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება იურიდიული საბუთია და სავალდებულოა შესასრულებლად.

შეხვედრა მიმდინარეობდა ორმხრივი კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ბანერები