
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის საერთაშორისო სააგენტოს (GIZ) მხარდაჭერით, ეკოლოგიის ინსტიტუტის მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიის და კონსერვაციის პროგრამის მიერ ჩატარდა სემინარი „შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება: არსებული სიტუაციის ანალიზი“.
სემინარს უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ზურაბ გურიელიძე. მან პრეზენტაციაში მიმოიხილა შავი ზღვის ბინადრები, ძუძუმწოვრები, რელიეფი, ის ეკოლოგიური პირობებიდან და გარემოდან წარმოშობილი პრობლემები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შავი ზღვის იშვიათ ბინადართა ჯიშებს, რომელთაგან რამდენიმე მათგანი გადაშენების პირასაა. სემინარის ბოლოს აღნიშნულ თემაზე გაიმართა დისკუსია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და დამსწრე საზოგადოებას შორის.