ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სესხებისა და ანაბრების შედარებითი ანალიზი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული კვლევის - “საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კომერციული ბანკების სესხებისა და ანაბრების შედარებითი ანალიზის“ პრეზენტაცია.

კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა 14 კომერციული ბანკი და 14 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

კომერციული ბანკები: საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი, თიბისი ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, პროკრედიტ ბანკი, პრივატბანკი, ჰალიკ ბანკი, პროგრესბანკი, ინვესტბანკი, ბანკი ქართუ, ვითიბი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბითიეი ბანკი, კორ სტანდარტ ბანკი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: რიკო, სითი კრედიტი, ნოვაკრედიტი, მიკროკრედიტი, საქართველო, სვის კაპიტალი, ბი. აი. ჯი. კრისტალი, კრედო, ქართული კრედიტი, ალფა ექსპრესი, თბილმიკროკრედიტი, აიემჯი.

კვლევის პროდუქტები: იპოთეკური სესხი, სამომხმარებლო სესხი, ბიზნეს სესხი და  ავტოსესხი.

კვლევა მიმდინარეობდა შემდეგი მეთოდოლოგიით: ვიზიტები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კომერციულ ბანკებში, სატელეფონო ზარები, ვებ-გვერდების ანალიზი და ე.წ. "მისტიკური კლიენტის" რანგში წინადადებების შეთავაზება.

შეჯამება:

  • იპოთეკური სესხის პირობები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში 18-48 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, კომერციული ბანკების შემთხვევაში კი 12-24 პროცენტის ფარგლებში
  • სამომხმარებლო სესხების პირობები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 18-42 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, კომერციული ბანკების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 15-28 პროცენტს არ აღემატება
  • ბიზნეს სესხების მაჩვენებელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 13.2-42 პროცენტის ფარგლებში განისაზღვრება, კომერციული ბანკების შემთხვევაში 13-36 პროცენტს შეადგენს
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ავტოსესხის შემთხვევაში, მაქსიმალური პროცენტი 96-ს უტოლდება
  • იპოთეკური კრედიტის შემთხვევაში საშუალო მაჩვენებლის მიხედვით კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი 15 პროცენტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი 38 პროცენტს შეადგენს
  • სამომხმარებლო სესხების პროცენტის საშუალო მაჩვენებლისმიხედვით კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი 19 პროცენტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი 33 პროცენტს შეადგენს
  • ბიზნეს სესხების პროცენტის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით კომერციულ ბანკებში საპროცენტო განაკვეთი 16 პროცენტს შეადგენს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი ეს მაჩვენებელი 27 პროცენტით განისაზღვრება
  • საშუალო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე კომერციულ ბანკებში 16 პროცენტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი 37 პროცენტს შეადგენს
  • ანაბრების ნაწილში საშუალო საპროცენტო განაკვეთი კომერციულ ბანკებში 9 პროცენტს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კი 25 პროცენტს შეადგენს

კვლევა ჩატარდა 2012 წლის 10 მაისიდან 25 მაისის პერიოდში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის  ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.

ბანერები