ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სერტიფიკატები წარჩინებული სტუდენტებისათვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ და საქპატენტის თავმჯდომარემ ირაკლი ღვალაძემ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქპატენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებულ ლექცია - სემინარში, სერტიფიკატები გადასცეს.

30 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ქ. ყაზბეგში იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის საქპატენტის თანამშრომლებმა ლექცია-სემინარი გამართეს. სემინარზე სტუდენტებმა ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროსთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

სემინარი წარჩინებული სტუდენტებისთვის ჩაატარეს საქპატენტის თანამშრომლებმა: სასაქონლო ნიშნების და გეოგრაფიული აღნიშვნების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქურდიანმა, გამოგონებების, დიზაინისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა ზვიად მათიაშვილმა და იურიდიული და საავტორო სამართლის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი კასრაძემ.

ბანერები