


სერტიფიკატები ინფორმაციის მენეჯმენტში
15 ივლისს, 15:00 საათზე, საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს 30-მდე სხვადასხვა ბიბლიოთეკის თანამშრომელს ”ინფორმაციის მენეჯმენტის” სერტიფიკატი გადა
ეცა.
ორი კვირის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ”ტემპუსის” პროექტის, "ახალი სამაგისტრო პროგრამა საბიბლიოთეკო და ინფორმაციულ მეცნიერებებში", ფარგლებში მათ ინფორმაციის მენეჯმენტის სწავლება გაიარეს.
"ტემპუსის" პროექტი, შესაბამისად საზაფხულო სკოლაც, საქართველოში, სომხეთსა და უზბეკეთში საინფორმაციო მეცნიერებების განვითარებას ისახავს მიზნად. როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ ელექტრონული ბიბლიოთეკა, საბიბლიოთეკო და საინფორმაციო სერვისების მარკეტინგი, საბიბლიოთეკო საქმის, არქივებისა და ტექნოლოგიების საფუძვლების კომბინირება - ტრენინგის მთავარი თემებია.
ინტენსიურ სასწავლო კურსებს უძღვებოდნენ დარგის ექსპერტი პროფესორები ბარსელონას, პარმასა და ტემზ ველის უნივერსიტეტებიდან, ასევე რეზეკნას უმაღლესი განათლების ინსტიტუტიდან.