ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სემინარი: ”ნდობა და პოლიტიკა. პოლიტიკური ანთროპოლოგიის ერთი ასპექტი”

1011 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორმა ნიკოლა ჰაიომ (ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია) და პროფესორმა. გიგა ზედანიამ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) გამართეს ერთობლივი სემინარი: "ნდობა და პოლიტიკა. პოლიტიკური ანთროპოლოგიის ერთი ასპექტი".

სემინარზე განხილული იქნა ნდობის, როგორც სოციალური კაპიტალის არსებითი ნაწილის მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიზაციის პროცესებისათვის. საუბარი შეეხო იმას, თუ რატომ არის ნდობის საკითხი დღეს სოციალური მეცნიერებების ფოკუსში. სიახლეს წარმოადგენდა საკითხისადმის სისტემურ-თეორიული მიდგომის ფორმულირების მცდელობა და იმ თეორიული რევოლუციის გათვალისწინება, რომელიც სოციალური მეცნიერებების სფეროში გერმანელი სოციოლოგის ნიკოლას ლუმანის სახელს უკავშირდება.

ბანერები