


სემინარები კვლევითი პოტენციალის გასაძლიერებლად
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ახორციელებს პროექტს: ” Strengthening the Research Function and Management Capacity ”. პროექტი მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო კვლევითი პოტენციალის განვითარებას, მათ შორის, პროფესორებისა და სტუდენტებისათვის კვალიფიციური ადმინისტრაციული დახმარების გაწევას, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის ოპტიმიზაციას, კოორდინირებას გაუწევს უნივერსიტეტის შიგნით მიმდინარე კვლევით პროცესებს და მოიძიებს კვლევებისა და ინოვაციური იდეების დაფინანსების გზებს. პროექტის ფარგლებში 26-დან -30 აგვისტოს ჩათვლით ილიას უნივერსიტეტში შედგა სამუშაო შეხვედრები და ჩატარდა პრეზენტაციები კვლევით პროფილის უნივერსიტეტებისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა დასავლური კვლევითი პრაქტიკის გაზიარებას ქართველი დოქტორანტებისათვის და მკვლევარებისთვის. პრეზენტაციები ჩაატარეს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის სამეცნიერო დირექტორატის კვლევების ეთიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ქალბატონმა სანგიტა პანიკერმა და კოლუმბიის უნივერსიტეტის სოციალურ მუშაკთა სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა ქალბატონმა ანდრე ივანოვმა. სექტემბრის თვეში, რატგერსის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან დაგეგმილია მსგავსი ხასიათის რამოდენიმე შეხვედრა და პრეზენტაცია.