ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

“SEC Georgia”-ს პროექტის პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სტუდენტთა დასაქმების ცენტრის, “SEC Georgia”-ს პროექტის - “იპოვე შენი ადგილი ცხოვრებაში”  პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე სტუდენტებს  ორგანიზაციის სამომავლო გეგმები და სტუდენტთა დასაქმებასთან დაკავშირებულ ტექნიკური საკითხები გააცნეს.

20 ივლისიდან 75 დღის განმავლობაში ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ნებისმიერ წევრს შეუძლია შეავსოს განაცხადი და გაიაროს 25-დღიანი პრაქტიკა როგორც ტექნიკური, ისე ჰუმანიტარული და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით.

ორგანიზაციის პრეზიდენტის განცხადებით, “SEC Georgia” აქტიურად იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას და უზრუნველყოფს პრაქტიკანტებისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილების შევსებას პერსპექტიული სტუდენტებით.

ბანერები