


SDSU-საქართველოსა და პარტნიორი უნივერსიტეტების ერთობლივი დასაქმების ფორუმი
ღონისძიებები
27 აპრილს სასტუმრო ბილტმორში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოსა და პარტნიორი უნივერსიტეტების ორგანიზებით კერძო და საჯარო ორგანიზაციების მეორე ერთობლივი დასაქმების ფორუმი გაიმართა.
დასაქმების ფორუმი გახსნეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს დეკანმა ჰალილ გუვენმა, ათასწლეულის ფონდის ხელმძღვანელმა მაგდა მაღრაძემ პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორებთან ერთად.
„დღეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მართავს დასაქმების ფორუმს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა აკავშირებს დამსაქმებელსა და ABET აკრედიტებული და მაძიებელი პროგრამების სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს“, – აღნიშნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ.
ფორუმში, რომლის მიზანია, დააკავშიროს დამსაქმებლები და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტების საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამების წარმატებული სტუდენტები შემდგომი დასაქმებისა და სტაჟირებისთვის, 60-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა.
2023 წელი
გალერეა