ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

SDSU-საქართველოსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ახალი ამბები

18 სექტემბერს ტექნოლოგიების კორპუსში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პარტნიორი უნივერსიტეტების – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მეორე კომპაქტის დასრულების შემდგომ სამომავლო თანამშრომლობა და ფორმატი.

შეხვედრის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა წარმოადგინეს მიმდინარე სამეცნიერო კვლევები და განიხილეს კომპაქტის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები როგორც ერთობლივი კვლევების, ისე გაცვლითი პროგრამების კუთხით.

ბანერები