ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სცენოგრაფ სტუდენტთა გამოფენა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრში Prague Quadrennial of Performance Design and Space/ PQ11-ში მონაწილე სცენოგრაფ სტუდენტთა წინასაანგარიშო გამოფენა გაიმართა.

გამოფენაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაკალავრები და მაგისტრანტები.

წარმოდგენილი იყო როგორც ტრადიციული თეატრალური მაკეტები, ასევე ურბანული, მულტიმედიური ინსტალაციები და 3D ფორმატში შექმნილი ვირტუალურ-სცენოგრაფიული პროექტები.

პრაღის კვადრიენალე სცენოგრაფიისა და თეატრალური არქიტექტურის დარგში უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფორუმია, რომელიც მოიცავს სცენის დიზაინს, თეატრალურ კოსტიუმს, თეატრალურ არქიტექტურას, ახალ ტექნოლოგიებსა (მათ შორის ხმის დიზაინის) და სახელოვნებო განათლების შესატყვის დარგებს, მასში მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია ქართველი სტუდენტებისათვის, რომელთა წინასაანგარიშო გამოფენაში სხვადასხვა სცენოგრაფიული სკოლის მეთოდოლოგიური მიღწევები იქნება წარმოჩენილი.

პროექტის "ქართული სცენოგრაფიული სკოლა საერთაშორისო პრაღის კვადრიენალეზე" ორგანიზატორია ვალ. გუნიას სახ. თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი (YTA union), ხოლო PQ11-ზე ქართული სტუდენტური პავილიონის წარმდგენია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო (საერთაშორისო პროგრამა "ქართული სეზონები").

ბანერები