ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საზაფხულო სკოლის გახსნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის  და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გრანტით ღია ფორმატის საზაფხულო სკოლა გაიხსნა, სახელწოდებით ”From Sleep Science to sleep medicine”.

კურსი მიზნად ისახავს საქართველოს და კავკასიის რეგიონში ძილის კვლევის ფუნდამენტური და კლინიკური მიმართულების განვითარებას, ასევე ახალგაზრდა მეცნიერებისა და ძილის მედიცინის სპეციალისტების მომზადებას.

პროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს რეგიონში ძილის ფუნდამენტური კვლევის, როგორც ნეირომეცნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროს პოპულარიზაცია და ძილის დარღვევების ჯანდაცვის აქტუალურ პრობლემად წარმოჩენა.

საზაფხულო სკოლა არაფორმალურ გარემოში ყაზბეგში ჩატარდება და 18-დან 23 ივლისამდე გაგრძელდება.

ბანერები