


საზაფხულო სკოლა ”ინფორმაციის მენეჯმენტში”
5 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საზაფხულო სკოლა -”ინფორმაციის მენეჯმენტი”. სკოლა დაიგეგმა ტემპუსის პროექტის ,,ახალი სამაგისტრო პროგრამა საბიბლიოთეკო და ინფორმაციულ მეცნიერებებში” (45021-TEMPUS-2008-UK-JPCR) ფარგლებში. ტემპუსის პროექტი, და შესაბამისად საზაფხულო სკოლაც, საქართველოში, სომხეთსა და უზბეკეთში საინფორმაციო მეცნიერებების განვითარებას ისახავს მიზნად. სკოლაში მონაწილეებიც სწორედ ამ სამი ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტების, ბიბლიოთეკებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები არიან. საზაფხულო სკოლაში ჩაერთო არა მხოლოდ ტემპუსის პროექტის უშუალო მონაწილე ინსტიტუციები და პირები, არამედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორებიც, კერძოდ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ინოვაციური სისტემების ინსტიტუტი.
საზაფხულო სკოლა ”ინფორმაციის მენეჯმენტი” 15 ივლისამდე გაგრძელდება. ინტენსიურ სასწავლო კურსებს გაუძღვებიან დარგის ექსპერტი პროფესორები ბარსელონას, პარმასა და ტემზ ველი უნივერსიტეტებიდან, ასევე რეზეკნას უმაღლესი განათლების ინსტიტუტიდან.
საზაფხულო სკოლის ძირითადი საკითხები და თემებია:
- ელექტრონული ბიბლიოთეკების შექმნა და მათი გამოყენება;
- საბიბლიოთეკო საქმის, არქივებისა და ტექნოლოგიების საფუძვლების კომბინაცია;
- საბიბლიოთეკო და საინფორმაციო სერვისების მარკეტინგი.
დავწრილებითი ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.