ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საზაფხულო სკოლა ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "იაკობ გოგებაშვილის ცენტრის საზაფხულო სკოლა" დაიწყო.

საზაფხულო სკოლა ინგლისურის საჩვენებელი გაკვეთილით გაიხსნა, რომელიც ინგლისური ფილმის ჩვენების, მოსმენების და კითხვა-პასუხისაგან შედგებოდა.

შემდეგ 20 შერჩეულ ბავშვს ჩაუტარდა კომუნიკაციის მასტერკლასი, რომელიც თვითპრეზენტაციას, CV-ის შედგენას და ინტელექტუალურ სიტუაციურ თამაშებს მოიცავდა. დღის ბოლოს კი, შემაჯამებელი შეხვედრაზე,  ბავშვებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 11 სკოლის 100 ბავშვმა, საბოლოოდ კი 20 შეირჩა. დავალება შედგებოდა ორი ჯგუფური და ერთი ინდივიდუალური ნაწილისაგან. გუნდური ნაწილი ქეისებს მოიცავდა, ხოლო ინდივიდუალური  ტესტისგან შედგებოდა.

საზაფხულო სკოლის მიზანია მოსწავლეებისათვის ყველა პროდუქტის (რომლის დანერგვას და განვითარებას ცენტრი აპირებს) გაცნობით შექმნას კარგი პლატფორმა სამომავლო ურთიერთობებისათვის და ხელი შეუწყოს ცენტრის პოპულარიზაციას, გამოიკვლიოს შესათავაზებელი პროდუქტისადმი დაინტერესება (მოსწონს თუ არა ის მომხმარებელს და რა არის შესაცვლელი).

სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვები თავისუფლად შეძლებენ  გუნდში მუშაობას, თვითპრეზენტაციას, საჭირო ინფორმაციის მოძიებას, აზრის გამოთქმასა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას.

პირველ და ორ ივლისს აბასთუმნის ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გაიმართება დასკვნითი მასტერკლასები და სერტიფიკატების გადაცემა.

ბანერები