ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა სტუდენტებთან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის - ”დებატები საჯარო პოლიტიკაზე” ფარგლებში სტუდენტებს სახალხო დამცველი შეხვდა. შეხვედრაზე 2010 წლის მოხსენება საჯაროდ პირველად განიხილეს. 600-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს, გიორგი ტუღუშის განცხადებით, საკმაოდ კრიტიკულია.

ანგარიშის განხილვაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა სამოქალაქო–პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა მდგომარეობაზე.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა მდგომარეობამ.

ბანერები