
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025

ახალი ამბები
4 მარტი, 2025
„საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“ – ბავშვის განვითარების ინსტიტუტი იწყებს ვებინარების ციკლს
სემინარები
4 აპრილიდან ილიას უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი საბავშვო ბაღის სფეროს წარმომადგენლებისთვის იწყებს ვებინარების ციკლს „საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“.
თუ ფიქრობთ, რომ საბავშვო ბაღში წარმატებული პრაქტიკა გაქვთ და გინდათ მისი მიზეზები სხვებს გაუზიაროთ, 24 მარტამდე გამოგზავნეთ განაცხადი მეილზე nino.samkharadze.3@iliauni.edu.ge .
- ვებინარებში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღის თანამშრომლებს, მათ შორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;
- ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს შეუძლიათ რომელიმე კერძო ბაღის ან, ზოგადად, მუნიციპალიტეტის ბაღების წარმატებული პრაქტიკის გაზიარება.
განაცხადში მიუთითეთ მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ (სახელი, გვარი, პოზიცია, წარსადგენი თემა).
თემა უნდა პასუხობდეს შემდეგ საკითხებს:
- რატომ აირჩიეთ საკითხი, რომელზეც გსურთ გამოცდილების გაზიარება;
- აღწერეთ, რა პროცესს ახორციელებთ, რა სტრატეგიებს იყენებთ/გამოიყენეთ?
- რა შედეგები მოაქვს/მოიტანა თქვენ მიერ განხორციელებულმა პრაქტიკამ ბავშვებისა და მშობლებისთვის?
განაცხადს უნდა ერთვოდეს:
- პრეზენტაცია – მაქსიმუმ 10 სლაიდი;
- ნარატივი – მაქსიმუმ 500 სიტყვა.
თუ გყავთ მენტორი, რომელთან ერთადაც ნერგავთ ცვლილებებს, შესაძლებელია ვებინარში მასთან ერთად მონაწილეობა.
დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვირეკეთ ნომერზე: 595966991
2024