


,,საუკეთესო ესეს” დაჯილდოება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ესეების სტუდენტური კონკურსის ”შესავალი თანამედროვე აზროვნებაში” გამარჯვებულთა დაჯილდოება წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ გაიმართა.
ღონისძიება გახსნეს კონკურსის ორგანიზატორმა პროფესორმა თენგიზ ვერულავამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი თევზაძემ. მათი თქმით, კონკურსი აკადემიური საქმიანობის მიმართულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, სამეცნიერო კვლევების წახალისებას. აღსანიშნავია რომ კონკურსი მომავალშიც ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ გაიმართება.
გამარჯვებული სტუდენტების ნაშრომები გამოქვეყნდება „ილიაუნის მედია პორტალზე“ და ბლოგზე „ბურუსი“. გამარჯვებულებს გადაეცათ წიგნები: მიშელ ფუკოს "რა არის განმანათლებლობა?" და გიგი თევზაძის „სოციალური ქცევის ევოლუცია homo-მდე და შემდეგ“. დაჯილდოების შემდეგ მოეწყო გამარჯვებულთა ნაშრომების საჯაროდ კითხვა.
1. ფასუაშვილი მარიამი - „თავისუფლებიდან ვალდებულებამდე“, „ეთიკა“ როგორც ოქროს შუალედი, ჰობსის იდეოლოგიაში;
2. მათე თევზაძე - ,,პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?’’ იმანუელ კანტის მიხედვით;
3. მაია გესლაიძე - ,,პოლიტიკა და ზნეობა (ნიკოლო მაკიაველი);"
4. გიორგი პატარკაციშვილი, მარიამ კუპრაშვილი, თეკლე ქავთარაძე, ირაკლი მაისურაძე, მარიამ მაღულარია, თორნიკე ჯანიბეგაშვილი - ,,უმწიფარობიდან გამოსვლა, როგორც საზოგადოების გადარჩენის ერთადერთი გზა"
5. თამარ ბობოხიძე - ,,ჟან ლამარკისა და ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორიები"