


”საუკეთესო აზრი თემაზე წესრიგი და თანასწორობა”
ილიაუნის თეატრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და პოპულარული საიტის azrebi.ge-ს კონკურსის ”საუკეთესო აზრი თემაზე წესრიგი და თანასწორობა” გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოებას უძღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე.
კონკურსი ორი მიმართულებით მიმდინარეობდა:
1. ”დაწერილი აზრები” - სტუდენტები წარადგენდნენ მათ მიერ მომზადებულ ტექსტებს;
2. ”ვიდეო-აზრები” - კონკურსანტი თავის მოსაზრებას ვიდეო რგოლის მეშვეობით წარმოადგენდა.
კონკურსში 118-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ნამუშევრებს აფასებდა 5-კაციანი კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგელობაში შედიოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. თითო კატეგორიაში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფულადი პრიზებით, მათ ასევე გადაეცათ საგზურები ილიაუნის აბასთუმნის, სტეფანწმინდის და გრიგოლეთის კვლევითი ცენტრების სასტუმროებში დასასვენებლად.
საუკეთესო ”დაწერილი აზრის” ნომინაციაში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი - გიორგი მანთიძე
II ადგილი - ნათია იმერლიშვილი
III ადგილი - კონსტანტინე იანტბელაძე
საუკეთესო "ვიდეო აზრის ნომინაციაში":
I ადგილი – ანა კუბლაშვილი
II ადგილი – გურამ სულთანიშვილი
III ადგილი – თამარ ბასარია
დაჯილდოების შემდეგ გამარჯვებულებმა წაიკითხეს საკუთარი ნაშრომები და მოხდა მათი ”ვიდეო აზრების” ჩვენება. საუკეთესოებს იხილავთ azrebi.ge-ს საიტზე.