ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება

11 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლო წლის დასასრულის მოახლოვება კონცერტით აღნიშნეს.

სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეები, ჯგუფი ”ბარძიმი”, ჯეოსტარელები: მირზა მოდებაძე, დათუნა მგელაძე, ბექა შოშიაშვილი და გიორგი ცხვარიაშვილი. შესრულდა არაერთი ქართული და უცხოური მუსიკალური ნომერი. კონცერტით სტუდენტებმა წინასაგამოცდო განწყობა გაიუმჯობესეს.

ბანერები