
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
სასწავლო კურსი ბავშვთა საკითხების გაშუქებაში
7 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს ბავშვთა ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი 4 უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა და საქართველოს უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე დაინერგება სასწავლო კურსი ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ,
რომელიც საშუალებას მისცემს მომავალ ჟურნალისტებს, ბავშვებთან დაკავშირებული თემები პასუხისმგებლობითა და სტანდარტების სრული დაცვით გააშუქონ.
”გაეროს ბავშვთა ფონდი” მჭიდროდ თანამშრომლობს ქართველ ჟურნალისტებთან, რათა გაუმჯობესდეს მედიის მიერ ბავშვთა საკითხების გაშუქების ხარისხი”, - განაცხადა რულანდ მონაშმა - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.