


სასერტიფიკატო კურსი SPSS-სა და სტატისტიკაში
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე SPSS-სა და სტატისტიკაში: რაოდენობრივ მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი (PPRTC) გთავაზობთ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავების და ანალიზის მეთოდების შემსწავლელ კურსს, რომელიც განკუთვნილია საჯარო ან სხვა სფეროში დასაქმებული პირისთვის (სტატისტიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, სტუდენტი, მკვლევარი), ვისაც საკუთარი საქმიანობის დროს შეხება აქვს ემპირიული მონაცემების დამუშავებასთან.
კურსის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად საჭირო მონაცემთა დამუშავების სტატისტიკური ხერხების გამოყენება SPSS-ში. კურსი ითვალისწინებს სტატისტიკისა და SPSS-ის, როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, შერწყმულ შესწავლას.
სწავლება მიმდინარეობს პროფესიულ დონეზე, მცირერიცხოვან ჯგუფებში (10-15 მონაწილე). კურსს უძღვება კვალიფიციური პედაგოგი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. ტრენინგის განმავლობაში, თეორიულ კომპონენტთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შესწავლილი მასალის პრაქტიკულ გამოყენებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე.
შეისწავლება შემდეგი მოდულები:
I მოდული
SPSS-ის და სტატისტიკის საბაზისო კურსი
II მოდული
ძირითადი სტატისტიკური ანალიზები და სტატისტიკური ხერხების გამოყენება SPSS-ში
კურსის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 24 საკონტაქტო საათს, რომლებიც გადანაწილდება 4 კვირის განმავლობაში (3-25 დეკემბერი). მეცადინეობები ჩატარდება შაბათ-კვირას, 18:00 საათზე.
ღირებულება: 350 ლარი
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაიცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე: https://goo.gl/forms/nplZud7MfmezR55S2
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე: pprtc@iliauni.edu.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2016 წლის 23 ნოემბერი, 18:00 საათი.
საკონტაქტო ინფორმაცია
საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ელფოსტა: pprtc@iliauni.edu.ge
ვებგვერდი: www.pprtc.iliauni.edu.ge
მის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ოთახი E 105
ტელ: (+995) 555 71 38 77