ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სასერტიფიკატო კურსი კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება

ახალი ამბები

ანალიტიკური ცენტრი, „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს მსურველთა მიღებას სასერტიფიკატო კურსზე კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება.

კურსის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ თემებს:

  • რა მიზეზები იწვევს გლობალურ დათბობას და კლიმატის ცვლილებას და რა ფაქტობრივი მაჩვენებლებითა და ისტორიული მონაცემებით დასტურდება კლიმატის ცვლილება;
  • როგორ ვლინდება კლიმატის ცვლილება საქართველოში და რა ძირითად საფრთხეებს უქმნის ბუნებას, მოსახლეობას და ეკონომიკას;
  • რა ღონისძიებებით შეიძლება კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილება? რა როლი აქვს ამაში ტექნოლოგიებს და ქვეყნებს;
  • როგორია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმები და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ მათში მონაწილეობით;
  • როგორ უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილებასთან შეგუება, რომ სხვადასხვა სექტორში მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს;
  • როგორია ქვეყნის კლიმატური პოლიტიკა და რა როლი შეიძლება შეასრულონ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებმა კლიმატის ცვლილებასთან შეგუების და მისი შერბილების პროცესებში?

ლექციებს წაიკითხავენ ამ დარგის წამყვანი ქართველი სპეციალისტები.

დაწყების დრო: 14 ივნისი, 2016 წ.

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექციების განრიგი: სამშაბათი/ხუთშაბათი - 17:00-19:00 სთ. სულ 8 ლექცია
კურსდამთავრებულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სერტიფიკატთან ერთად მიიღებენ სამ აკადემიურ კრედიტს.
კურსის პირველ ნაკადში შერჩეული მსმენელებისთვის მონაწილეობა უფასოა.

ვისთვის არის განკუთვნილი?
კურსი განკუთვნილია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საჯარო მოხელეების, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისათვის (მაგისტრანტები და დოქტორანტები).
შერჩევა
პროგრამაში ჩართვის მსურველი უნდა იყოს პროგრამით განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელი; ჰქონდეს ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე. მსმენელები შეირჩევიან მაქსიმალური კვოტის (20 მსმენელი) შევსებამდე.

პროგრამაში რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირებმა 13 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ თავიანთი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: weg@weg.ge.

გთხოვთ, მიუთითოთ კურსის დასახელება.

 



ბანერები