ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

”საქპატენტის” ხელმძღვანელის ლექცია ილიაუნიში

28 ივნისს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ”საქპატენტის”  ხელმძღვანელმა ირაკლი ღვალაძემ წაიკითხა ლექცია ”საქპატენტის” მუშაობის და სტრატეგიის შესახებ. შეხვედრა მიზნად ისახავდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისთვის, მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის “საქპატენტის” საექსპორტო სამუშაოში ჩართვის შესაძლებლობების და პერსპექტივების გაცნობას.

ლექციის დროს ირაკლი ღვალაძემ ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტებზე. მისი თქმით, გავრცელებული   ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ობიექტებია ისეთი სასაქონლო ნიშნები, როგორებიცაა: სიტყვა, ბგერა, ფიგურა, საფრანგეთში ხდება ასევე სუნის, როგორც სასაქონლო ნიშნის, რეგისტრაცია.

ლექციის ბოლოს შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. ლექცია პირდაპირ გადაიცემოდა www.livestream.com/iliuani -ს არხზე, სადაც ახლა უკვე ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ.

ბანერები