ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საქართველოში პირველი VR Lab ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება

ახალი ამბები

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოში პირველი გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია - VR Lab გაიხსნება, რომელიც ფართოდ გამოიყენება როგორც სასწავლო, ისე კვლევით პროცესში. VR Lab-ით ისარგებლებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტიც.

ლაბორატორია დაეხმარება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს:

  • სიმულაციების შექმნასა და მოდელირებაში;
  • კვლევისა და სწავლების ვიზუალიზაციაში;
  • მოწინავე პროგრამულ აპლიკაციებსა და მონაცემთა ვიზუალიზაციის ტექნიკებში ვარჯიშში.

ლაბორატორია ხელოვნების, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულების მკვლევრებს კვლევის სიმულაციის, მოდელირებისა და ვიზუალიზაციის შესაძლებლობას მისცემს, რათა მონაცემები დიდი მასშტაბის და მაღალი რეზოლუციის ვიზუალიზაციის მქონე ეკრანებზე და გამოსახულებით დივაისებზე გადაიტანონ.

ვირტუალური/ გაფართოებული რეალობის მოწყობილობები, პოზიციური მოძიების კამერები და სენსორები, თავზე დასამაგრებელი მონიტორები (მაგ.: ოკულუსი) - ლაბორატორიის აღჭურვილობა იძლევა შესაძლებლობას, შეგრძნებების დონეზე მოდელირებული რეალობის ნაწილი გახდე - მაგ.: იმოგზაურო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში; კლავიატურისა და მაუსის გარეშე, საკუთარი ხელების მოძრაობით, ვირტუალურად დაამოდელირო შენობები, გააუმჯობესო ტურიზმის მარკეტინგი, შექმნა უფრო ეფექტური განათლების მოდულები; ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შექმნა და სასურველი შედეგის მიღებამდე ცვალო საკუთარი იდეების პროტოტიპები.

ბანერები