ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ილიაუნიში

ახალი ამბები

14 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ილიაუნის იმ სტუდენტებს და მკვლევრებს შეხვდა, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პრეზიდენტის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებში იღებდნენ მონაწილეობას.

შეხვედრისას შეჯამდა ის პროექტები, რომლებიც, 2014 წლიდან მოყოლებული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტმა საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განახორციელა. შეხვედრის შემდეგ გაიმართა გერმანელი პროფესორის, დრ. თეო კობუშის (ანტიკური ფილოსოფიისა და რომაული კათოლიკური თეოლოგიის სპეციალისტი) ლექცია. პროფესორი კობუში საქართველოში სწორედ პროექტის ფარგლებში იმყოფება.

საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერის პროგრამა
საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტმა მრავალი პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა 2015 წლისზამთრის სკოლის ჩატარება ქუთაისში, სადაც ქართველ სტუდენტებს ლექციებს უკითხავდნენ გერმანელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ფილოსოფოსები. ამ პროექტით შესაძლებელი გახდა მიმდინარე სემესტრისთვის ორი საგანგებო კურსის მომზადება, რომლებსაც მთლიანად წარმართავენ გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩამოსული სპეციალისტები. ბატონი თეო კობუშიც სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იმყოფება თბილისში. თავად ინსტიტუტის თანამშრომლები კი ატარებენ ბლოკ-სემინარებს საქართველოს რეგიონებში. პროექტი ითვალისწინებს მთარგმნელობით და საგამომცემლო საქმიანობასაც, რაზეც სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი ამჟამად მუშაობს.

ბანერები