
ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
12 მარტი, 2025

ახალი ამბები
6 მარტი, 2025
საქართველოს პარაზიტოლოგთა კონფერენცია
20 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს პარაზიტოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია პარაზიტოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.
კონფერენცია მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ბორის ყურაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს.
კონფერენციას ესწრებოდა პროფესორი სანტიაგო მასკომა (Prof. Dr. Dr. Honoris Causa SANTIAGO MAS-COMA) - ევროპის პარაზიტოლოგთა ფედერაციის პრეზიდენტი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, მსოფლიო პარაზიტოლოგთა ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, მაგატეს მრჩეველი, ტროპიკული პარაზიტული დაავადებების საერთაშორისო სამაგისტრო კურსის დირექტორი.